ავტორიზაცია მთავარი ბიბლიოთეკა ჩვენს შესახებ
ავტორიზაცია

 

რაგბიში სერიოზულ ტრავმებთან მიმართებაში, ჩამოთვლილ დებულაბათაგან რომელია სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 პანიკის ამოცნობა და კონტროლის საკუთარ თავზე აღება ძირითადი უნარია 
 მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუცდელი გარშემომყოფების მხრიდან დამატებითი ზიანის მოტანა  
 მაშველის როლია დაშავებულის სათანადო გადაადგილება  
 თავის ტრავმის მქონე მოთამაშეები სარწმუნო ინფორმაციას გვაწვდიან საკუთარ სიმტოპმებთან დაკავშირებით  
 ტრავმებთან სისტემური მიდგომა დაგვეხმარება სერიოზულ პრობლემებთან გამკლავებაში  

 

დაშავებული მოთამაშის გადაადგილებასთან მიმართებაში:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 მსაჯმა უნდა გადაწყვიტოს თუ როდის უნდა გადააადგილოთ მოთამაშე 
 შესაძლოა საჭირო გახდეს მატჩის შეწყვეტა ან სხვა მოედანზე გადატანა, რათა დაელოდოთ ტრენირებულ სამედიცინო პერსონალს  
 უგონო მდგომარეობაში მყოფი მოთამაშე უმჯობესია გვერდულ პოზიციაში გადავაადგილოთ ხოლმე 
 გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სათანადოდ ტრენირებული და აღჭურვილი პერსონალის მიერ  
 ეს დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ დაშავებულის გადაციება 

 

პირველადი დახმარების გაწევის უნარების მქონე პირთა მხრიდან მატჩის დაწყებამდე გადადგმული სწორი ნაბიჯები მოიცავს:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 თავი წარუდგინოს ორივე გუნდის ხელმძღვანელობას  
 თავი წარუდგინოს მსაჯს  
 შეამოწმოს აღჭურვილობა  
 განიხილოს სიგნალები და როლები საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში 
 არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგანი 

 

DR ABC სისტემური მიდგომის გამოყენებისას დაშავებულ მოთამაშესთან მიმართებაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 დაშავებულ მოთამაშესთან დალაპარაკება საწყის ეტაპზე მისი პასუხისუნარიანობის შემოწმების კარგი გზაა  
დსფდფ
 DR იშიფრება როგორც ექიმის გამოძახება 
დფსდფსდ
 თუ დაშავებული გვპასუხობს მკაფიო ხმით ნიშნავს, რომ სასუნთქი გზები გამტარია  
ფფგფ
 უნდა დავასრულოთ DR ABC-ის ჩატარება, სანამ სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენის მანევრს ჩავატარებდეთ  
ფგფგფ
 რეაგირების გარეშე მყოფი მოთამაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ვიყვიროთ დახმარების მოსახმობად  
რტრტრ

 

დაშავებულ მორაგბესთან სტანდარტული მიდგომისას, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 უნდა ჩაატაროთ სრული DR ABC შეფასება, სანამ სასუნთქი გზების პრობლემებს მიხედავდეთ  
 MILS ნიშნავს მანუალურ ხაზოვან სტაბილიზაციას  
 ხერხემლის იმობილიზაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა  
 მოედანზე უნდა შეხვიდეთ მაშინვე, როგორც კი დაინახავთ რომ მოთამაშემ ტრავმა მიიღო  
 თუ არ გაქვთ A (ღია სასუნთქი გზები), ვერ გექნებათ B (სუნთქვა) და ვერასდროს მიაღწევთ C-ს (ცირკულაცია) 

 

MILS-თან მიმართებაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა მართებული?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 MILS ხელს უშლის ხერხემლის დაზიანების მქონე ტრავმირებულ მოთამაშეს თავის გამოძრავებაში  
 MILS იშიფრება როგორც მობილური ხაზოვანი სტაბილიზაცია  
 MILS იცავს თავსა და კისერს შემთხვევითი კონტაქტისგან დაძაბული სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს  
 MILS წარმოადგენს “წითელ დროშას” გარშემომყოფთათვის რაც მიანიშნებს, რომ დაშავებულს კისრის პრობლემა აქვს  
 თუ გავაკეთებთ MILS-ს, იგი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდეს, მაშინაც კი, როცა სასუნთქი გზების გამავლობის სერიოზული პრობლემა წარმოიქმნება  

 

ტვინის შერყევის მართვაში მთავარი მესიჯებია:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 ტვინის შერყევა - თქვენი თავი არ დაკარგოთ, ნიშნები ისწავლეთ სანაცვლოდ  
 ტვინის შერყევა “უაზროა” 
 ტვინის შერყევა - თუ გეეჭვებათ - გამოიყვანეთ! 
 ტვინის შერყევა - არ გარისკოთ თქვენი ტვინი თამაშის მოგებისთვის! 
 ტვინის შერყევა - არა მნიშვნელოვანი დაზიანება  

 

თავის სერიოზული ტრავმასთან მიმართებაში, რომელია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სწორი?

მიუთითეთ ერთი პასუხი

 ორი ჩაშავებული თვალი შესაძლოა თავის ქალის მოტეხილობაზე მიუთითებდეს  
 საფეთქელი თავის ქალის ყველაზე ძლიერი ნაწილია  
 “დაილაპარაკა და მოკვდა” მიუთითებს იმაზე, რომ თავის ტრავმიან მოთამაშეებს დაბნეული მეტყველება აქვთ  
 თავის დაზიანების სიმძიმის შეფასება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასუნთქი გზების შეფასება  
  
 უგონოდ მყოფი მორაგბეების უმეტესობა უგონო მდგომარეობაში რჩება მრავალი წუთის მანძილზე 

 

SCAT 2 მეხსიერების ფუნქციის კითხვარი:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 შემუშავებულია იმ პრინციპით, რომ თუ მოთამაშემ ყველა შეკითხვას არასწორად უპასუხა, მას შესაძლოა ტვინის შერყევა ჰქონდეს 
 ტვინის შერყევისას ყოველთვის არასწორად პასუხობენ  
 შეიცავს შეკითხვას - “რა რიცხვია დღეს?”  
 შეიცავს შეკითხვას - “რომელი ტაიმია ეხლა?”  
 გამოიყენება ტვინის საშუალო და ძლიერი დაზიანების სადიფერენციაციოდ  

 

სასუნთქი გზების ხმებთან დაკავშირებით, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილია სწორი?

მიუთითეთ ერთი პასუხი

 სისხლი ან პირნაღები მასა სასუნთქ გზებში როგორც წესი იწვევს ხვრინვას  
 ენა და რბილი ქსოვილები როგორც წესი იწვევს ბუყბუყს 
 ნორმალური სუნთქვა ხმაურიანია 
 თუ დაშავებული სასუნთქი გზებიდან გამოსცემს ხვრინვის ხმას, უნდა გადავაბრუნოთ გვერდზე, რომ შეუმსუბუქდეს ობსტრუქცია  
 არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან 

 

სასუნთქი გზების გამტარიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 კონტაქტური ტრავმისას ჯობია ჩატარდეს ყბის გამოწევა, ვინაიდან ამ დროს კისერი ნაკლებად მოძრაობას  
 თავის გადაწევა / ნიკაპის ამოწევა არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული  
 სასუნთქ გზებში სითხის არსებობამ შესაძლოა ბუყბუყის ხმა გამოიწვიოს  
 სასუნთქი გზებიდან სითხე დაუყოვნებლივ უნდა გამოთავისუფლდეს  
 ხვრინვა შეიძლება მოივხსნათ ყბის გამოწევის მარტივი მანევრით 

 

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 უგონოდ მყოფი დაშავებული ღია სასუნთქი გზების გარეშე დაიღუპება  
 სასუნთქი გზები შესაძლოა იყოს ღია, ნაწილობრივ დახშული ან სრულად დახშული  
 თავის გადაწევა / ნიკაპის ამოწევა იდეალური გზაა სასუნთქი გზების გამავლობის აღსადგენად ნოკაუტში მყოფი მოთამაშისათვის  
 სასუნთქი გზების გამავლობის მართვა შესაძლოა უგულებელვყოთ, თუ ეჭვი გვაქვს ხერხემლის სერიოზულ ტრავმაზე  
 თუ მოთამაშეს სასუნთქი გზები გამავალი აქვს, ეს ნიშნავს, რომ იგი ნორმალურად სუნთქავს  

 

რაგბიში ხერხემლის ტრავმის გამომწვევი სავარაუდო მექანიზმებია:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 ჩაკუზვა ბოჭვისას თავის დახრითა და მხრების დაშვებით (ducking) 
 უეცარი, ძალისმიერი მოხრა ჩაქცეულ შერკინებაში  
 შუბური ბოჭვები (spear tackles) 
 მაღალი ბოჭვები 
 ღერძული კომპრესია მაღალი ბურთის აღების მცდელობისა და თავზე დაცემისას 

 

კისრის პოტენციურად სერიოზული ტრავმის მქონე მოთამაშეების მართვა მოიცავს:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 მოთამაშის სწრაფი გამოყვანა მოედნიდან სითბოში, ჰიპოთერმიის პრევენციის მიზნით  
 DR ABC შეფასება MILS-ის მიდგომით 
 MILS-ის გამოყენება, რაც ხელს უშლის ხერხემლის ტრავმის მქონე მოთამაშეს თავის გამოძრავებაში  
 MILS-ის შენარჩუნება დახმარების მოსვლამდე, მაშინაც კი, როცა სასუნთქი გზების გამტარობის პრობლემა იქმნება  
 კონტროლის ხელში აღება და მოთამაშის გადაადგილება, თუკი ეს უსაფრთხოა  

 

თქვენ ხართ მოედნის ექიმი რაგბის ადგილობრივ მატჩზე. მსაჯმა მოგიხმოთ, ვინაიდან ერთერთი თქვენი მოთამაშე დაშავდა შერკინების დროს. თქვენ ხედავთ, რომ ბურჯი წევს გულდაღმა და აღნიშნავს კისრის ტკივილს. თქენი პირველი ქმედებაა:

მიუთითეთ ერთი პასუხი

 გუგების შემოწმება 
 დაუყოვნებელი MILS 
 ABC შემოწმება 
 კისრის ფიქსატორის მორგება  
 კისრის პალპაცია დაზიანების აღმოსაჩენად  
 ტვინის შერყევაზე შემოწმება  
 მორისებრი გადაბრუნება ღებინების შემთხვევაში  

 

სუნთქვის შეფასებისას, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 უგონოდ მყოფ დაშავებულს, რომელსაც ნელი არარეგულარული სუნთქვა აღენიშნება, უნდა მივუდგეთ როგორც გულის გაჩერების შემთხვევას 
 სწრაფი სუნთქვა შესაძლოა ორგანოების არაადექვატური სისხლით მომარაგების ნიშანი იყოს  
 გულმკერდის ტრავმისას ძალიან ნელი სუნთქვა ნუგეშისმომცემი ნიშანია 
 მნიშნელოვანია დავაკვირდეთ გულმკერდის სიმეტრიულ მოძრაობას  
 მოითხოვს მაშველის მიერ შეხედვას, მოსმენასა და შეგრძნებას 30 წამის განმავლობაში  

 

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა სწორი გულმკერდის ტრავმასთან მიმართებაში?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 ამ ტიპის ტრავმები უმეტესწილად მსუბუქია 
 ნეკნის მოტეხილობამ შესაძლოა ჰემოთორაქსი ან პნევმოთორაქსი გამოიწვიოს  
 პოტენციურად შესაძლოა გამოიწვიოს გულის კონტუზია (დაბეჟილობა) და განსაკუთრებით საყურადღებოა გულმკერდის ძვლის მოტეხილობისას  
 გულმკერდის ტრავმიან პაციენტს უნჯობესია ზურგზე მწოლიარე პოზიციაში მივუდგეთ  
 სიმპტომები მდგრადია და დროის განმავლობაში არ უმჯობესდება  

 

რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი სუნთქვასთან მიმართებაში?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 სიცივეში პერიფერიული ციანოზი ხშირად არაეფექტური სუნთქვის ბრალია 
 მოსვენებული მდგომარეობაში სუნთქვის ნორმალური სიხშირეა 12-16 წუთში  
 ცენტრალური ციანოზი არაადექვატური ჟანგბადით მომარაგების ნიშანია  
 რაგბისტებში გახშირებული სუნთქვა უმეტესწილად გულმკერდის კედლის ტრავმის ბრალია 
 სამედიცინო პრობლემა (მაგალითად, ასთმიან მოთამაშეში) შესაძლოა გახდეს სუნთქვისას მომატებული ძალისხმევის მიზეზი 

 

მაჯის წინა ზედაპირზე (ხელის გულისკენ) ღრმა სისხლმდენი ჭრილობის შემთხვევაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 არაპირდაპირი ზეწოლა კარგი პირველადი დახმარებაა  
 რაგბის თამაშისას მიღებული ჭრილობა შესაძლოა იყოს სუფთა ან დაბინძურებული  
 მკლავის ფართო ხელბანდი ყველაზე საუკეთესო ფიქსატორის არჩევანია  
 შესაძლოა, რომ ნერვები და მყესები დაზიანებული იყოს 
 სტერილური საფენით ზეწოლა და დაშავებული ხელის ელევაცია (აწევა) ხელს უწყობს მკურნალობას  

 

სისხლის დაკარგვა, რამაც ჰემორაგიული შოკი გამოიწვია შესაძლოა მომდინარეობდეს: 

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 გრძელი ძვლების მოტეხილობიდან  
 გარეგანი სისხლდენიდან  
 მოთამაშის თავს შიგა სისხლდენიდან 
 მაჯის დახურული მოტეხილობიდან  
 გულმკერდიდან, მუცლის ღრუდან ან მენჯიდან  

 

კლინიკური შოკის მიზეზებია:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 კარდიოგენული (გულის უკმარისობა)  
 ნეიროგენული (ზურგის ტვინის ტრავმა)  
 ავარიის შემდგომი ემოციური სტრესი  
 ჰემორაგია (სისხლდენა) 
 მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია)  

 

მოთამაშის გაგუდვისას (ასფიქსიისას) დახმარებისას, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 თუ მოთამაშე პასუხობს შეკითხვებს, ეს მიუთითებს სასუნთქი გზების მსუბუქ ობსტრუქციაზე  
 სასუნთქი გზების მსუბუქი ობსტრუქციისას უნდა წავაქეზოთ, რომ დაახველოს  
 სასუნთქი გზების ძლიერი ობსტრუქციისას, უნდა ჩუატარდეს 5 აბდომინური ბიძგი, რასაც მოჰყვება 5 დარტყმა ზურგზე  
 კოლაფსირებულ, უგონო მდგომარეობაში მყოფ მოთამაშეს მონაცვლეობით უნდა ჩაუტარდეს ზურგზე 5 დარტყმა და 5 აბდომინური ბიძგი  
 ობსტრუქციის მოხსნა უნდა შევეცადოთ თითებით “ბრმა” ამოსუფთავებით  

 

ზრდასრულთა სიცოცხლის ბაზისურ გადარჩენაში (BLS), რომელი ქვემოთჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 მიზანია გულმკერდის კომპრესიებს შორის წყვეტის მინიმუმამდე დაყვანა  
 გულმკერდის კომპრესიების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ორი სამაშველო ჩაბერვა  
 გულმკერდის კომპრესიების სიღრმე საშუალო ზრდასრულში 9-10 სანტიმეტრია 
 გულმკერდის კომპრესიები ტარდება 100-120 წუთში სიხშირით  
 გულმკერდის კომპრესიებისა და სამაშველო ჩაბერვების თანაფარდობა უნდა იყოს 30:2  

 

დეფიბრილაციასთან მიმართებაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი პასუხი

 დეფიბრილატორთან მიერთებამდე ტარდება CPR 2 წუთის განმავლობაში 
 ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორების (AED) გამოყენება მოითხოვს ხანგრძლივ ტრენირებას  
 CPR უნდა შეჩერდეს როცა პაციენტის გულმკერდზე ელექტროდების დადება და დეფიბრილატორთან (AED) მიერთება ხდება  
 როგორც კი განხორციელდება ელექტროშოკი, უნდა გაგრძელდეს CPR  
 დეფიბრილატორი (AED) დაითვლის 4 წუთს სანამ ჩაატარებს რითმის მომდევნო ანალიზს  

 

კიდურების ტრავმისას, PRICE იშიფრება როგორც:

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 P = Palpate - პალპაცია დაზიანებული ადგილების კრეპიტაციის ან შეშუპების დასადგენად  
 R = Regularly review - რეგულარად შეამოწმეთ დაზიანებული ადგილი  
 I = Ice - ყინული (ასრულებს ტკივილგამაყუჩებლის როლს და ხელს უწყობს შეშუპებას მინიმიზაციას)  
 C = Compression - კომპრესია (ასრულებს საყრდენის მოვალეობას დაშავებული ზონისთვის)  
 E = Evaluate - შეაფასეთ აქამდე ჩატარებულის ეფექტი (ანუ PRIC) (შეამოწმეთ შველის თუ არა ის, რაც უკვე შეასრულეთ)  

 

მოტეხილობასთან მიმართებაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 DR ABC და PRICE არის მკურნალობის მთავარი ბურჯი  
 მოტეხილობასთან დაკავშირებული ტკივილის შვება ხშირად სწორი დაფიქსირებითა და დაშავებულ კიდურზე არტაშნის სწორად დადებით მიიღწევა  
 თუ ღია ჭრილობიდან ამოჩრილია გადატეხილი ძვლის ბოლო, უნდა განხორციელდეს მოტეხილობის ჩასწორების მცდელობა  
 ღია სისხლმდენი მოტეხილობისას სისხლდენა უნდა შეჩერდეს სტერილური საფენის დადებით  
 სპორტსმენი კიდურის მოტეხილობით დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაყვანილი მოედნიდან, რათა თავიდან ავიცილოთ მომდევნო დაზიანებები 

 

კიდურების ტრავმებთან მიმართებაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 კიდურის ტრავმები ხშირია კონტაქტურ-კოლიზიურ (შეჯახებით) სპორტებში, მათ შორის რაგბიში  
 ტრავმაზე დადებულმა არტაშანმა იმობილიზაცია უნდა გაუკეთოს დაზიანების ზევითა და ქვევითა სახსრებს  
 ფართო ხელბანდი გამოსადეგია მხრის, იდაყვისა და წინამხრის დასაფიქსირებლად  
 სულ მცირე ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს ამოვარდნილი (დისლოცირებული) სახსრის ჩასმის მცდელობა  
 საწყისი მკურნალობა მოიცავს DR ABC და PRICE მიდგომებს 

 

საგანგებო მდგომარეობებისთვის დაგეგმვასთან მიმართებაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 სამედიცინო საგანგებო მდგომარეობისთვის დაგეგმვა ამცირებს ინციდენტების მართვასთან ასოცირებულ სტრესს  
 სამედიცინო საგანგებო მდგომარეობისთვის დაგეგმვას შეუძლია გაზარდოს გაწეული დახმარების ხარისხი  
 პირველადი დახმარების ტრეინინგი წარმოადგენს დაგეგმვის პროცესის ნაწილს  
 რისკის შეფასება იშვიათად თუ გვეხმარება სამედიცინო საგანგებო მდგომარეობების დაგეგმვაში  
 სამედიცინო საგანგებო მდგომარეობისათვის კომუნიკაციის ხაზების შემოწმება წარმოადგენს დაგეგმვის ნაწილს  

 

სამედიცინო საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 ასთმიანი მოთამაშის შემთხვევაში, ციანოზი მიუთითებს მწვავე ან სიცოცლისთვის საშიშ შეტევაზე  
 ასთმიანი მოთამაშის ჩუმი გულმკერდი (მსტვენავი სუნთქვის არ არსებობა) ნუგეშის მომგვრელია 
 უნდა იცნობდეთ თქვენი მოთამაშეების ჯანმრთელობის პრობლემებს და მოემზადოთ საგანგებო მდგომარეობებისათვის  
 უგონოდ მყოფ დიაბეტიან პაციენტს ლოყის შიდა ზედაპირზე შეაზილეთ თაფლი ან ნახშირწყლოვანი გელი  
 მოთამაშის გულყრისას გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და მოაცილეთ გარშემო არსებული ხიფათი  

 

სამედიცინო საგანგებო მდგომარეობში, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებაა სწორი?

მიუთითეთ ერთი ან მეტი პასუხი

 დიაბეტური კოლაფსისას, გლუკოზის დაბალი დონე უფრო საშიშია, ვიდრე მაღალი  
 ასთმიანი პაციენტი თუ ახერხებს წინადადების თქმას, ეს დამამშვიდებელი ნიშანია  
 თავის ტრავმები შესაძლოა გულყრებით გამოვლინდეს  
 გულყრის შემდეგ არ მოათავსოთ მოთამაშე აღდგენით პოზიციაში 
 კოლაფსის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება  

 
 
პასუხის დამახსოვრება

 

 
 
© 2018 საქართველოს რაგბის კავშირი - ყველა უფლება დაცულია.

 
 
მწვრთნელებისთვის
I დონე U14 II დონე U18 III დონე
რაგბის კავშირი
Rugby.ge
საჭირო ბმულები
Worldrugby



სუფთა
dfdfdf