ბურთის გატანა
1. ბურთის სხვადასხვა ხერხით გატანა ასე ფასდება:
ა. ლელო ........................................................................ 5 ქულა
ბ. საჯარიმო ლელო ................................................... 7 ქულა
გ. გარდასახვა ............................................................. 2 ქულა
დ. ჯარიმიდან გატანილი გოლი ............................ 3 ქულა
ე. არეკნით გატანილი გოლი ................................ 3 ქულა
2. ლელო გატანილია, თუ
ა. მოთამაშემ პირველმა დაამიწა ბურთი მეტოქის ლელოში, ან ბურთი ერთ-დროულად შეახო მიწასა და მეტოქის კარის ძელის | ამისი შალითის ძირს.
ბ. შერკინებამ | რაქმა | მოლმა უწია კარის ხაზს და შემტევმა პირველმა დაამიწა ბურთი.
გ. შემტევი მეტოქის ლელომდე შებოჭეს, მაგრამ მან ინერციით -- მიწის გასწვრივ უწყვეტი მოძრაობით -- მაინც უწია მეტოქის ლელოს და იქ ბურთი პირველმა დაამიწა.
დ. შემტევი მეტოქის ლელოსთან შებოჭეს, მაგრამ უმალ გადასწვდა ლელოს და ბურთი დაამიწა.
ე. მოთამაშე კიდეზე | ლელოს კიდეზე იყო, მაგრამ ისე, რომ ბურთი ხელით არ აუღია -- მაინც დაამიწა მეტოქის ლელოში.
3. შემტევს ძელებს შორის ეთვლება | ერგება 'საჯარიმო ლელო', თუ ლელოს ნაღდად გაიტანდა | გაიტანდა 'უკეთეს | უფრო ხელ-საყრელ ადგილზე', მეტოქეს ბინძურად თამაშით რომ არ შეეშალა ხელი -- ამ დროს მეტოქე სინბინშია გასაშვები | წითლითაა გასაძევებელი.
4. გოლი ითვლება, თუ ფეხით დარტყმული ბურთი -- გუნდელისა და მიწის შეუხებლად -- კარში გავიდა: ბურთმა გაიფრინა კარის ხარიხის ზემოთა და ძელებს
შორის.
5. თუ ბურთი ხარიხას გადააფრინდა და ძელებსაც გადასცდა -- გოლი ითვლება, თუ ბურთი ძელებს შორის გაიფრენდა, ესენი უფრო მაღალი რომ ყოფილიყო.
6. თუ ბურთი ხარიხას გადააფრინდა, მაგრამ ქარმა უკან, მოედანში წაიღო -- გოლი [მაინც] ითვლება.
7. ლელოს გამტან გუნდს შეუძლია გარდასახვის დარტყმა -- მიწიდან ან არეკნით.
8. დამრტყმელმა
ა. უნდა გამოიყენოს ის ბურთი, რომლითაც თამაშობდნენ -- თუკი არ დაზიანებულა.
ბ. დარტყმა უნდა შეასრულოს მოედნიდან -- ლელოს გატანის ადგილზე, კიდის ხაზის პარალელურად გავლებული [წარმოსახვითი] ხაზიდან.
გ. ბურთი უნდა დადოს | დააყენოს [პირდაპირ | უშუალოდ] მიწაზე, ქვიშაზე, ნახერხზე ან 'ბურთის სადგამზე'. დამრტყმელს ბურთი შეიძლება დაუჭიროს გუნდელმა -- ნებისმიერი სხვა დახმარება იკრძალება.
დ. დარტყმა უნდა შეასრულოს ლელოს ჩათვლიდან [სათამაშო დროის] 90 წამში -- გინდაც დადებული ბურთი წაექცეს | გადაუგორდეს და ხელახლა დასაყენებელი გაუხდეს. * სასჯელი: გარდასახვა უქმდება.
9. დამრტყმელის გუნდი -- ძირს დადებული ბურთის დამჭერის გამოკლებით -- ბურთის უკან უნდა დადგეს და არ უნდა ჩაიდინოს ისეთი რამ, რასაც შეუძლია გამოიწვიოს მეტოქის ნაადრევად თავდასხმა. * სასჯელი: გარდასახვა უქმდება.
10. თუ დამრტყმელს დაყენებული ბურთი მანამ წაექცა, სანამ მისკენ გაექანებოდა -- მსაჯი ხელახლა დადებას ადროვებს. ამ დროს მეტოქე თავისი კარის ხაზის უკან უნდა დარჩეს.
11. თუ დამრტყმელს დაყენებული ბურთი მას შემდეგ წაექცა, რაც მისკენ გაექანა -- შეუძლია მაინც დაარტყას, ანაც ბურთი აიღოს და არეკნი სცადოს.
12. თუ დაყენებული ბურთი წაიქცა და გადაგორდა ლელოს გატანის ადგილზე გავლებული ხაზიდან, მაგრამ დამრტყმელმა ბურთი კარში მაინც გაიტანა -- გოლი ითვლება.
13. თუ დაყენებული ბურთი წაიქცა და კიდეზე გადაგორდა მას შემდეგ, რაც დამრტყმელი მისკენ გაექანა -- გარდასახვა უქმდება.